fbpx
კულტურასაზოგადოება

ანტონის რემოს დაუვიწყარი კონცერტი ნატასა თეოდორიდუსა და ელენე პაპარიზუსთან ერთად

ანტონის რემომ თესალიას აუდიტორიას დაუვიწყარი საღამო შესთავაზა. კონცერტზე მან ჰიტები და მსმენელის ფავორიტი სიმღერები შეასრულა, ნატასა თეოდორიდუსა და ელენე პაპარიზუსთან ერთად.

კონცერტი FC არენაზე ჩატარდა და მას დაახლოებით 8, 000 მაყურებელი ესწრებოდა.

თესალონიკში, ათენსა და კვიპროსში ანშლაგით ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ეს მომდევნო იყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, ანტონის რემოს უნიკალური შესრულების წყალობით. მან მსმენელს ძველი სიმღერებიც შესთავაზა, ისეთები,  როგორიცაა: «Σπασμένα Κομμάτια Της Καρδιάς», «Δυο Ψέματα», «Έτσι Ξαφνικά», «Μπορεί Να Βγω», «Είναι Στιγμές», «Η Νύχτα Δυο Κομμάτια» და «Έλα Να Με Τελειώσεις», ამასთან, შეასრულა ამჟამინდელი, ყველაზე ახალი ჰიტი «Δεν Ακούω Κανέναν», რომელიც Panic Records-მა გამოუშვა.

ანტონის, ნატასას და ელენას გამოსვლას უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ამ სამმა მომღერალმა თავიანთი უნაკლო შესრულების წყალობით დაიპყრეს მთელი სცენა. მათი ნამღერი იდეალურად შეერწყა ერთმანეთს, რამაც საღამოს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.

onalem

ტესტ