fbpx
საზოგადოება

სამი შვილის უმუშევარ დედას ბერძნულმა სასამართლომ ვალის 76% ჩამოაჭრა

ბერძენ ქალს, რომელიც სამი შვილის დედაა და პარალელურად უმუშევარია, სხვადასხვა ბანკების ვალი აქვს, რომელიც საერთო ჯამში 146.000 ევროს უდრის. ცხადია, მას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, რის გამოც, სახლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

ირაკლიოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქალს ვალის 76% ჩამოეჭრა. ეს ნიშნავს, რომ მისი ვალი 35.000 ევრომდე შემცირდა და გაიყო 240 თვეზე.

ქალს შეუძლია, რომ 20 წლის მანძილზე იხადოს თანხა, ყოველ თვე 145,80 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად 50 წლის არის.

ცნობილია, რომ ოჯახი მხოლოდ მისი ქმრის შემოსავალზეა დამოკიდებული, რომელიც თვეში 1.240 ევროს უდრის.

onalem

ტესტ