fbpx
საბერძნეთი

როდის იხსნება ტურიზმი საბერძნეთში?! მინისტრი კონკრეტულ თარიღს ასახელებს

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა ოფიციალურად განახადა, რომ ქვეყანაში ტურიზმის ამუშავების თარიღი 14 მაისია. მან ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი ლოზუნგი არის: “ერთადერთი, რაც გჭირდება, საბერძნეთია”.

“ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ჯანმრთელობის პროტოკოლის ერთგულად დაცვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვცდილობთ, რომ ტურიზმი ამუშავდეს 14 მაისს. მანამდე კი, ნელ-ნელა გავაუქმებთ არსებულ შეზღუდვებს, თუკი, რა თქმა უნდა, ექსპერტთა შეფასებები ამის საშუალებას მოგვცემს.

აპრილისთვის ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ და ვცადოთ საპილოტო გახსნა. ეს ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, იმ ქვეყნებთან, სადაც ვაქცინაცია უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, მაგალითად: ისრაელი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის თარიღი, რომელიც ზომების მოხსნას უკავშირდება, შესაძლებელია შეიცვალოს, თუკი შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.”

თეოხარისმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაუკავშირდება ტურისტის ჰოსპიტალიზაციას ან რაიმე სხვა მხრივ, მისი უსაფრთხოების დაცვას, საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ დაიფარება.

ამასთანავე, ის, რაც სავალდებულოა ბერძნებისთვის, სავალდებულო იქნება ტურისტებისთვის. მაგალითად პირბადის ტარება, კონკრეტულ დაწესებულებებში, თუკი ამის საჭიროება გახდება და ა.შ.

“ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ყველა რეგიონში, იმავე ძალისხმევით, როგორც გასულ წელს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანების ვაქცინაციას, რომლებიც მუშაობენ ტურისტული დანიშნულების წერტილებში,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ