fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა 16.400-მდე ლტოლვილი მიიღო და ყველანაირ მხარდაჭერას უწევს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთმა საერთო ჯამში 16.400-მდე უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ამ ადამიანებს მაქსიმალურად ეხმარებიან ადგილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული საზოგადოების დიდ ნაწილს ანტირუსული პროპაგანდა არ მოსწონს და საბერძნეთი რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, რუსეთის მომხრეთა რაოდენობის მიხედვით, მთელ ევროპაში, თავად ქვეყანა და სახელმწიფო სტრუქტურები უკრაინელების გვერდით დგანან და უზრუნველყოფენ მათ, რითიც შესაძლებელია.

მხოლოდ ბოლო 24 საათში ომს გამოქცეულმა 300-მდე უკრაინელმა გადმოკვეთა საბერძნეთის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში უკრაინელებს ლეგალურად ცხოვრების 1 წლიანი ნებართვით, მუშაობის უფლებითა და ჯანდაცვის სერვისებზე უფასო წვდომით უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ბავშვების სკოლაში დარეგისტრირების პროცედურა მაქსიმალურად არის გამარტივებული და შექმნილია სპეციალური ჯგუფები, მათთი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშწყობისთვის.

onalem

ტესტ