fbpx
საბერძნეთი

ექსპერტთა საგანგებო შეხვედრა და ახალი გადაწყვეტილებები მომდევნო საათებში – რას განიხილავენ?!

პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ ტელეკომპანია Open-თან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო მართავს.

როგორც ირკვევა, მომდევნო საათებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღება და ისინი ზომების მოხსნასთან იქნება დაკავშირებული.

“ექსპერტთა სხდომა გაიმართება და გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ რამდენად იმოქმედებს ზომების მოხსნა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომ თავი დავიცვათ და არ გვქონდეს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, არის ვაქცინაცია. 

ბოლო 2-3 თვეში ჩვენ მივაღწიეთ ვაქცინაციის კარგ მაჩვენებელს, როგორც 60 წელს გადაცილებულთა შორის, ასევე, მესამე დოზის მიღების თვალსაზრისით.

საზოგადოება არ შეიძლება იყოს დიდი ხნით ჩაკეტილი, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით და აღდგომის დღესასწაულს მივაღწიოთ ისეთ პირობებში, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს ჩვეულ ყოველდღიურობასთან,” აცხადებს თემისტოკლეუ.

ექსპერტები ამჯერად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სტადიონებზე მაყურებელთა დასაშვები რაოდენობის გაზრდა, ბარებსა და ღამის კლუბებში კლიენტთა ფეხზე მდგომ მდგომარეობაში მომსახურების დაშვება, რაც ამ დრომდე აკრძალულია.

 

onalem

ტესტ