fbpx
საზოგადოება

3 წელში დაკარგული სამი შვილი – 9 წლის ჯორჯინას გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე ვერ დგინდება

პატრაში მომხდარი ოჯახური ტრაგედია მთელი საბერძნეთისთვის სულისშემძვრელი აღმოჩნდა. როგორც უკვე ცნობილია, მათ სამი შვილი, გოგონები, ძალიან მცირე ასაკში დაკარგეს, სხვადასხვა მიზეზით. ყველაზე მძიმე კი, მათთვის ის ფაქტია, რომ 9 წლის ჯორჯინას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ამ დრომდე იდუმალებით მოცული რჩება.

ექსპერტებიც კი ვერ ახერხებენ, რომ დარწმუნებით დაასახელონ გარემოება, რომლის გამოც მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა, ის ბოლო იმედი იყო ოჯახისთვის, მიზეზი, რომლის გამოც, მისი დედა, რულა, ჯერ კიდევ იბრძოდა უკეთესი მომავლისთვის.

“არ შემიძლია დავიჯერო, რომ ეს ბავშვი ასე მალე გამოგვეცალა ხელიდან. არავის შეგვიძლია ამის დაჯერება. მოუთმენლად ველოდები, რომ ჰოსტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგები მოგვივიდეს. ყველაზე გამოცდილი ექიმიც კი, ვერ იტყვის, რით დაიღუპა 9 წლის ბავშვი. იმედი გვაქვს, რომ კვლევის შედეგებით მივალთ სწორ პასუხებამდე,” ამბობს ექსპერტი, რომელმაც ნეკროფსია ჩაატარა.

როგორც უკვე ცნობილია, ქ-ნ რულას 2019 წელს 3 წლის ასაკში მალენა გარდაეცვალა, შემდეგ 6 თვის ირიდა, ხოლო ახლახანს 9 წლის ჯორჯინა.

onalem

ტესტ