fbpx
საბერძნეთი

“არა” ნიღბების მოხსნას, ისინი ჯერ კიდევ დიდხანს გვეკეთება – პროფესორთა პროგნოზი აღდგომისა და ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით

პროფესორი ალკივიადის ვატოპულო ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს, თუმცა, ხაზგასმით აცხადებს, რომ პირბადეების ტარების ვალდებულება ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ძალაში.

ვატოპულო შეეხო კარნავალის თემასაც, რადგან საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, გაიმართება თუ არა ყველაზე მხიარული ღონისძიება წელს.

“კარნავალი აშკარად გამოიწვევს ხალხის შეკრებას, შესაბამისად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და სერიოზული ინციდენტებიც დაფიქსირდება. თითქმის მთელ ევროპაში განიხილავენ ზომების ჰორიზონტალური მოხსნის საკითხს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

რაც შეეხება აღდგომას, წელს შევძლებთ, რომ სოფლებში აღვნიშნოთ დღესასწაული, ხოლო ზაფხულთან დაკავშირებით გვაქვს მოლოდინი, რომ ბევრად უკეთესი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ იმუნიზაცია კარგი გზით მიდის და გვაქვს მედიკამენტები. მიუხედავად ყველაფრისა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პირბადეებს არ გადავყრით, ისინი ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გვექნება პანდემიის ტალღები, მაგრამ შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა რამდენად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ისინი.

ფაქტია, რომ ფიქსირდება დეესკალაცია, შემცირდა ინფიცირების შემთხვევებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა,” აცხადებს ვატოპულო.

onalem

ტესტ