fbpx
საბერძნეთი

სულ მალე ახალი ვაქცინა ძველი ტექნოლოგიით საბერძნეთში – რას გვთავაზობს Novavax?!

მომდევნო თვეში საბერძნეთში უკვე ახალი ვაქცინა იქნება ხელმსაწვდომი და ამ საკითხზე ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ ისაუბრა.

საუბარია Novavax-ის ცილოვან ვაქცინაზე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, იმ მხრივ, რომ ის შეცვლის იმ ადამიანთა დამოკიდებულებას, რომლებიც mRNA-ს ტექნოლოგიას არ ენდობიან.

თეოდორიდუს განმარტებით, Novavax-ის ცილოვანი ვაქცინა შექმნილია ძველი ტექნოლოგიით, რომელიც 1980 წლით თარიღდება და ეფუძნება გრიპის საწინააღმდეგო და სხვა გამოცდილი ვაქცინების დამზადების მეთოდებზე. ახალი ტიპის ვაქცინის მიღება ხდება ორი დოზის სახით, დოზებს შორის ინტერვალი 28 დღე უნდა იყოს და დასაშვებია მისი მიღება 18 წელს ზემოთ პირებისთვის.

როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, ანტისხეულების გამომუშავება ორგანიზმში ვაქცინის მიღებიდან 14 დღეში იწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის არ დასტურდება მესამე დოზის მიღების საჭიროება, ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მონაცემები, იმუნიტეტის ხანგრძლივობისა და ვირუსის გადამდებიანობის შესახებ, ამ ვაქცინის მიღების შემთხვევაში.

onalem

ტესტ