fbpx
საზოგადოება

კორონავირუსი: გამოკითხული მოსახლეობის 50%-ს სჯერა, რომ ვირუსით დაინფიცირდება

საბერძნეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50%-ს სჯერა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდება, 87% სწორად აფასებს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩეულ კურსს, ხოლო 73% მიიჩნევს, რომ სამსახურის დაკარგვის გამო სერიოზული ზარალი მიადგა.

კერძოდ, საბერძნეთში გამოკითხული ხალხის 50% მიიჩნევს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდება, 42% თვლის, რომ ამის შანსი ნაკლებია ან საერთოდ არ არსებობს, ხოლო 8% თავს იკავებს პასუხის გაცემისგან.

ყოველდღიურად 67% უყურებს ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს, ვირუსის გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით, კერძოდ, სოტორის ციოდრასისა და ნიკოს ხარდალიასის გამოსვლებს. 21% ამ ყველაფერს კვირაში 2-3-ჯერ ადევნებს თვალს, 7% შედარებით უფრო იშვიათად, ხოლო 5% საერთოდ არ უყურებს. 86% მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები ადეკვატურია, ხოლო 6% ვერ ხედავს ზომების მიღების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრის მიერ არჩეულ მიმართულებას გამოკითხულთა უმრავლესობა, 87% დადებითად და სწორად აფასებს, ხოლო 10% კირიაკოს მიცოტაკის არ ეთანხმება.

ბოლო პერიოდში 87% ამბობს, რომ პირადი ჰიგიენის წესების დაცვას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქცია და გაზარდა ხელების დაბანის სიხშირე, 75% კი მხარს უჭერს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას ერთმანეთისგან.

შემოსავლებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის 73% აცხადებს, რომ კრიზისს განიცდის, 55% მიიჩნევს, რომ არსებული შეზღუდვები ზაფხულამდე გაგრძელდება, ხოლო 10% თვლის, რომ მხოლოდ აპრილის ბოლომდე. გამოკითხულთა 5%-ის აზრით კორონავირუსი 1 წლის მანძილზე არ დაანებებს თავს მსოფლიოს.

 

onalem

ტესტ