fbpx
საზოგადოება

წყალში ჩაყრილი 400 მილიონი ევრო და კაპიტნის დანგრეული კარიერა!

საბერძნეთის საკუთრებაში არსებული ტანკერისა და ნორვეგიული საბრძოლო გემის შეჯახება ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა. როგორც მედია იუწყება, წყალში ჩაიყარა 400 მილიონი ევრო და განადგურდა კაპიტნის შემდგარი კარიერა.

კერძოდ, ნორვეგიული წყაროების ცნობით, ორშაბათს ღამით მოხდა შეჯახება, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ნორვეგიული საბრძოლო გემის (ფრეგატის) ეკიპაჟმა დააიგნორა საბერძნეთის საკუთრებაში არსებული ტანკერის ეკიპაჟის მიერ გაცემული გაფრთხილება. ამის შემდეგ კი, კატასტროფა გარდაუვალი იყო.

სამშაბათს დილისთვის ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე ორივე გემის უდიდესი ნაწილი ფსკერზე აღმოჩნდა.

შემთხვევა ძალიან უცნაურია, რადგან ნორვეგიული საბრძოლო გემი საუკეთესოდ იყო აღჭურვილი და გამართული. რატომ ვერ შეძლო მან თავიდან აერიდებინა 250 მეტრიან ტანკერთან შეჯახება?! ზღვა იყო ძალიან მშვიდი, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა და მწყობრიდან არაფერი გამოსულა. ჩნდება კითხვა, რატომ ვერ მოასწრო ფრეგატის ეკიპაჟმა შეეცვალა კურსი?!

გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა, ფაქტია, რომ განადგურებულია 400 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო გემი, რომლის ბორტზეც იარაღები ჯერ კიდევ აწყვია.

როგორ გამოიყურებოდა ფრეგატი აქამდე:

 

onalem

ტესტ