fbpx
საზოგადოება

ათენი: რამ აუჩუყა გული ბერძენ პოლიციელს და რატომ არ დააჯარიმა ქალი, რომელიც მხოლოდ მორთული ქალაქის სანახავად იყო გარეთ გამოსული

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციის ოფიცერი და ამავე დროს, Police Action-ის ვიცე-პრეზიდენტი, ფოტინოს პაგიავლასი სოციალურ ქსელში თავად წერს.

როგორც ირკვევა, მან ათენის ცენტრში გააჩერა მოხუცი ქალბატონი, რომელიც მანქანით მოძრაობდა და როდესაც გადაადგილების მიზეზი ჰკითხა, უპასუხა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სადღესასწაულოდ მორთული ათენის სანახავად გამოვიდა, თუმცა, მანქანით, რადგან სიარული არ შეეძლო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გვერდითა სავარძელზე ედო ყავარჯენი. ქალმა ისიც აჩვენა, რომ აღნიშნული მიზეზი ფურცელზე ჰქონდა დაწერილი.

ოფიცერი წერს, რომ მოხუცის მოსმენისას ძალიან აუჩუყდა გული და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაადგილება ითვლებოდა უმიზეზოდ და ითვალისწინებდა 300 ევროიან ჯარიმას, ქალს რეკომენდაციები მისცა, ბედნიერი ახალი წელი უსურვა და დაჯარიმების გარეშე გაუშვა.

პაგიავლასის თქმით, ქალი მანქანიდან ისედაც არ გადმოვიდოდა, ამიტომ არ ქმნიდა არც სხვების დაინფიცირების საფრთხეს და არც თავად გადაედებოდა ვირუსი, ამიტომ საჭიროდ არ ჩათვალა 300 ევროიანი ჯარიმის გამოწერა.

onalem

ტესტ