fbpx
საბერძნეთი

40 კაციანი ნიშნობის ჩასაშლელად მისულ პოლიციელებს მომავალ პატარძლად თავიანთი კოლეგა დახვდათ

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტელი ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც წვეულებაზე ხალხის დასაშლელად მივიდნენ და იქ საკუთარი კოლეგა აღმოაჩინეს.

კერძოდ, პოლიციის განყოფილებაში შევიდა საჩივარი, რომ რეთიმნოს სოფლის, გერანის ერთ-ერთ რესტორანში ხალხმრავლობა და ხმაური შეინიშნებოდა, რის გამოც ოფიცრები დაუყოვნებლივ ადგილზე მობილიზდნენ.

ირკვევა, რომ ეს იყო ნიშნობის ცერემონია, რომელსაც 40 ადამიანი ესწრებოდა, რაც კარანტინის პირობებში, ადმინისტრაციული სამართალდაღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ პატარძალი პოლიციის ოფიცერი იყო, რომელიც პირველ რიგში უნდა კრძალავდეს 9-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებას და მითუმეტეს წვეულებებს.

რესტორნის მფლობელს 5.000 ევროიანი, ხოლო სტუმრებს 300 ევროიანი ჯარიმები გამოეწერათ.

onalem

ტესტ