fbpx
საბერძნეთი

ახალი კანონები საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით საბერძნეთში 12 ოქტომბრამდე

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ახალ ინფორმაციას, საჰაერო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში იქნება 12 ოქტომბრის ჩათვლით.

  • ნებისმიერმა მზავრმა, რომელიც საბერძნეთში შემოვა პოლონეთიდან, უნდა წარადგინოს უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე, რომელიც ჩაიტარა გამომგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე.
  • ფრენები თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ასევე რეისები საბერძნეთსა და კატალონიას (ესპანეთი) შორის შეჩერებულია და არ აღდგება 12 ოქტომბრამდე.
  • ფრენები ალბანეთიდან და ჩრ. მაკედონიიდან უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ათენის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით.
  • საბერძნეთში ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, მალტადან, ბელგიიდან, ესპანეთიდან (გარდა კატალონიისა), ალბანეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან მგზავრები შემოვლენ კორონავირუსის ტესტის მხოლოდ უარყოფითი პასუხის ქონის შემთხვევაში, რომელიც ჩატარებულია გამომგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე.
  • ასევე, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსთვის საბერძნეთის საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება, საიდანაც გამონაკლისია შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. მგზავრებს აეროპორტში შერჩევითად ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე.
  • ისრაელში მუდმივად მცხოვრები ადამიანებისთვის ასევე სავალდებულოა ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა და კვირაში დაშვებულია მხოლოდ 5.000 მგზავრის შემოსვლა საბერძნეთის ყველა აეროპორტში.
  • რუსეთის მუდმივი მაცხოვრებლებისთვის 5 ოქტომბრამდე სავალდებულოა ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა და ფრენები ხორციელდება მხოლოდ ათენის, თესალონიკისა და ირაკლიოს აეროპორტებში, კვირაში დაშვებულია მხოლოდ 500 მგზავრის შემოსვლა.
  • 12 ოქტომბრის ჩათვლით ძალაში რჩება PLF ფორმის წარდგენის ვალდებულება, რომელიც საბერძნეთში გამომგზავრების სურვილის მქონე პირბემა უნდა შეავსონ. ფორმა დევს ვებ-გვერდზე: https://travel.gov.gr/

onalem

ტესტ