fbpx
საბერძნეთი

დაკეტილი ბარებითა და ტესტით შობის წინა ღამეს საბერძნეთში – რას ამბობს გიორგოს პლევრი?!

მეცნიერი და პროფესორი, გიორგოს პავლაკი მედიასთან აცხადებს, რომ ბერძნები პანდემიის ყველაზე რთულ ტალღას უმკლავდებიან და ფიქსირდება ერთგვარი “ცუნამი”, გარდაცვლილთა როდენობის მხრივ. მისი თქმით, მომდევნო დღეებში, სამწუხაროდ, მოსალოდნელია გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულნი არ არიან საკმარისნი, პანდემიის შესაჩერებლად, ვინაიდან ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ადამიანები ამბობენ უარს აცრაზე. პარალელურად, უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომებიც.

პავლაკი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ბარების დაკეტვა, ასევე ის ეწინააღმდეგება შობის აღნიშვნას, თუ მაგიდასთან მსხდომი ყველა სტუმარი ვაქცინირებული არ იქნება და ამავე დროს, არ ექნებათ გაკეთებული სწრაფი ტესტი.

მან მოიყვანა სინგაპურის მაგალითი, რომლის მოსახლეობის 93% ვაქცინირებულია, თუმცა, მაშინ, როდესაც ქვეყანამ აკრძალვები შეამსუბუქა, მსგავსი “ცუნამი” დაატყდა თავს. მიუხედავად ამისა, სინგაპურს საბერძნეთზე გაცილებით ნაკლები მსხვერპლი ჰყავს.

onalem

ტესტ