fbpx
საბერძნეთი

ჯარიმები, რომლებიც შაბათ-კვირიდან იმოქმედებს – რა კანონები იქნება სანაპიროებზე?!

ნიკოს ხარდალიასის ოფიციალური განცხადებით, 16 მაისიდან საბერძნეთში 515 ორგანიზებული სანაპირო გაიხსნება. აღნიშნული მოვლენები უკავშირდება ქვეყანაში მოსალოდნელ მინი-გვალვას. 15-17 მაისის ფარგლებში საბერძნეთში ჰაერი 40 გრადუსამდეც კი გათბება.

გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, ხარდალიასმა განაცხადა, რომ სანაპიროებზე იმოქმედებს მკაცრი კანონები, მათი დარღვევის შემთხვევაში კი მფლობელებს დაეკისრებათ საკმაოდ დიდი ჯარიმები.

კერძოდ, რა იკრძალება ორგანიზებულ სანაპიროებზე:

  1. სანაპიროები უნდა გაიხსნას დილის 08:00 საათიდან.
  2. სავალდებულოა მკაცრად გაკონტროლდეს შემსვლელთა რაოდენობა კონკრეტული პირების მიერ.
  3. ორგანიზებულ სანაპიროებზე 1.000 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 40 ადამიანის ყოფნა.
  4. ქოლგებს შორის დისტანცია მინიმუმ 4 მეტრი უნდა იყოს.
  5. ერთი ქოლგის ქვეშ დასაშვებია მხოლოდ 2 შეზლონგი, გამონაკლისია ოჯახები ბავშვებით.
  6. აკრძალულია დელივერი.
  7. დასაშვებია მხოლოდ Take away ანუ პროდუქტის ყიდვა და თავად წაღება.
  8. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი.
  9. აკრძალულია პატარა ზომის მაგიდების არსებობა ქოლგებთან.
  10. თანამშრომლებისთვის სავალდებულოა ნიღბის ტარება.
  11. თითოეული კლიენტის წასვლის შემდეგ თანამშრომლები ვალდებულები არიან გააკეთონ შეზლონგების დეზინფექცია.
  12. შეზლონგზე თითოეულმა კლიენტმა აუცილებლად უნდა დააფინოს პირადი პირსახოცი. ეს სავალდებულოა.
  13. მოცურავეებმა უნდა დაიცვან დისტანცია 1.5 მეტრი მაინც ერთმანეთისგან. (არ იგულისხმება ისინი, ვინც ერთად არიან).

    თუ ორგანიზებულ სანაპიროზე დაფიქსირდება რაიმე სახის დარღვევა, ბიზნესი დაჯარიმდება 5.000-დან 20.000 ევრომდე და შეუჩერდება მუშაობის უფლება 30 დღით, ხოლო კანონდარღვევის მეორედ დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, მუშაობის უფლება კი 90 დღით შეუჩერდებათ.

    რაც შეეხება ორგანიზებულ სანაპიროზე მყოფი ხალხის კანონდარღვევებს, ჯარიმა 150 ევროს ითვალისწინებს.

 

onalem

ტესტ