fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი ერმუს ეწვია – ფოტოები

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ქალაქის ცენტრალურ სავაჭრო ქუჩას, ერმუს ეწვია. ის ხალხს გაესაუბრა და განიხილეს ამ სფეროში პანდემიით გამოწვეული პრობლემები.

პრემიერს ათენის მოვაჭრეთა კავშირის პრეზიდენტმა, სტავროს კაფუნისმა უმასპინძლა. როგორც კაფუნისმა სოციალურ ქსელში დაწერა, სულ მალე მოსალოდნელია დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული მოქმედებები.

კირიაკოს მიცოტაკი გაეცნო არსებულ მდგომარეობას, თუ როგორ დაუბრუნდნენ მაღაზიები მუშაობის ჩვეულ განრიგს კარანტინის შემდეგ და რა პრობლემები არსებობს ამ სფეროში.

როგორც ცნობილია, მაღაზიებში იცავენ უსაფრთხოების მკაცრ წესებს, ტანსაცმელს ყოველი გასინჯვის შემდეგ უკეთებენ დეზინფექციას და თანამშრომლები ატარებენ ნიღბებს. ეს მათთვის სავალდებულოა.

 

 

onalem

ტესტ