fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 92-მა ადამიანმა კარანტინი დაარღვია, მათი ჯარიმებიდან კი ნახევარი მილიონი ევრო შეგროვდა

წარმოუდგენელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კარანტინის წესის დარღვევისთვის 92 ადამიანს ჯარიმა გამოუწერეს, 460.000 ევრო ანუ თითქმის ნახევარი მილიონი შეგროვდა. ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ეს თანხა მთლიანად ჯანდაცვის სისტემას გადაერიცხება და ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლას მოახმარს.

როგორც ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, განხორციელდა 1116 შემოწმება, საიდანაც 92 ადამიანი არ აღმოჩნდა შიდა იზოლაციის, ანუ სახლის პირობებში, როგორც ეს მოეთხოვებოდათ, ამის გამო კი, თითოეულს 5.000 ევროიანი ჯარიმა გამოეწერა.

ხარდალიასმა აღნიშნა, რომ კონტროლი არ შეწყდება და თითოეული ადამიანი დაჯარიმება და დაბრუნდება კარანტინის პირობებში.

92 გამოწერილი ჯარიმიდან შეგროვებული თანხა, თითქმის ნახევარი მილიონი ევრო, მთლიანად ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.

onalem

ტესტ