fbpx
საზოგადოება

“სამსახურში მოვდიოდი, პოლიციამ გამაჩერა და ცნობა მომთხოვეს” – სისი ხრისტიდუ

გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით სისი ხრისტიდუ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. დღევანდელ გადაცემაში “Έλα, Χαμογέλα”, პნევმოლოგი ხაძიაპოსტოლუ ჰყავდათ მიწვეული, რომელსაც ტელეწამყვანმა ჰკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ხელთათმანებითა და ნიღბით სიარული.

პარალელურად ხრისტიდუმ აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც სამსახურში, ტელეკომპანია Open-ის შენობაში მიდიოდა, პოლიციამ გააჩერა და მას მოსთხოვეს ცნობა, რომელიც გადაადგილების ნებართვას დაუდასტურებდა. საუბარია ბეჭდიან ცნობაზე, რომელსაც დამსაქმებელი წერს.

როგორც ამბობს, ყველა პოლიციელს ეკეთა ნიღაბი, რადგან ისინი ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან შედიან კონტაქტში და მათთვის ეს აუცილებელია.

onalem

ტესტ