fbpx
საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 27 მარტ გააჟღერა, პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა.

„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

onalem

ტესტ