fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვა 6 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება” – ადონის გეორგიადისი

OPEN TV-სთან ადონის გეორგიადისმა ისაუბრა საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვის გახანგრძლივებაზე. მინისტრის თქმით, 6 აპრილს ზომები არ მოიხსნება, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი.

“საბერძნეთში მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა  მოვდუნდეთ და მიღებული ზომები გავაუქმოთ. გადაადგილების აკრძალვა ქვეყანაში 6 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება.

ამასთანავე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბაზარზე იყოს საკმარისი ნიღბები და ანტისეპტიკური საშუალებები. ფასების გადამეტება, კომპანიების მიერ, ამ პროდუქტებზე, არაეთიკურია. სწორედ ამიტომ დავაკისრეთ ჯარიმა ერთ-ერთ კომპანიას, 50.000 ევროს ოდენობით. ჩვენ ვიქნებით “დაუნდობელი” ასეთი ქმედებების მიმართ,” აცხადებს მინიტრი.

 

onalem

ტესტ