fbpx
საზოგადოება

იკარია: ბიზნესმენის 25 წლის ვაჟმა კარანტინი დაარღვია და კუნძულზე წავიდა, შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა

წარმოუდგენელი ინციდენტი კუნძულ იკარიაზე მოხდა, სადაც ახლა მთელი მოსახლეობა კარანტინშია. საუბარია ბიზნესმენის 25 წლის ვაჟზე, რომელიც ათენში ლონდონიდან 12 მარტს ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ კუნძულზე ორ მეგობართან ერთად წავიდა. მას მოეთხოვებოდა, რომ გაევლო 14 დღიანი კარანტინი, როგორც ეს ყველა მგზავრის შემთხვევაში ხდება, მაგრამ მან კანონი დაარღვია და არათუ სახლის გარეთ, არამედ კუნძულ იკარიამდეც კი ჩავიდა, 20 მარტს, ორშაბათს დღეს.

როგორც ირკვევა, ის უამრავი ადგილას მივიდა, სუპერმარკეტში, საცხობში, ანუ კონტაქტი ჰქონდა საკმაოდ ბევრ ადამიანთან და რამდენიმე ხანში გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები. თავდაპირველად ის სახლში წაიყვანეს, რათა იქ ემკურნალა შეძლებისდაგვარად, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ათენში სპეციალური ვერტმფრენით,  C-27-ით გადმოიყვანეს. 25 წლის ბიჭი პირველი პაციენტია, რომელსაც კუნძულ იკარიაზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

იკარიის მერი უმორჩილესად სთხოვს მოსახლეობას, რომ სახლებიდან აუცილებლობის გარეშე არ გამოვიდნენ. ამ დრომდე უცნობია, იკვეთება თუ არა სხვა ადამიანების დაინფიცირება კუნძულზე, მაგრამ ყველაზე უარესი ფაქტი ის არის, რომ იქ არ არსებობს არც რეანიმაციული განყოფილება, არც რესპირატორები და არანაირი საჭირო აღჭურვილობა კორონავირუსთან საბრძოლველად.

საუბარია სოფელ აგიოს პოლიკარპოს სრულ კარანტინში მოქცევაზე, სადაც ბიზნესმენის ოჯახი ვილას ფლობს და 25 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად სწორედ იქ გადაადგილდებოდა.

onalem

ტესტ