fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში SMS და ბეჭდიანი ცნობის არქონის გამო 389 ადამიანი 150 ევროთი დააჯარიმეს

გუშინ, 27 მარტს, მხოლოდ 9 საათის მანძილზე, დილის 06:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე, საბერძნეთის პოლიციამ 389 ჯარიმა გამოწერა.

როგორც უკვე ცნობილია, ქუჩაში გადასაადგილებლად საჭიროა ბეჭდიანი ცნობა, თუკი სამსახურში მიდიხართ (გიწერთ დამსაქმებელი და გირტყამთ ბეჭედს) ან SMS, სადა თქვენი გადაადგილების კონკრეტული მიზეზი იქნება დასახელებული.

დარღვევები ნაწილდება შემდეგნაირად:

89 ატიკაში,
64 კრეტაზე,
36 იონიის კუნძულებზე,
29 ცენტრალურ საბერძნეთში,
27 დასავლეთ საბერძნეთში,
26 აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში,
26 პელოპონისოში,
25 თესალონიკში,
21 თესალიაში,
20 სამხრეთ ეგეოსში,
9 ეპირუსში,
9 ჩრდილოეთ ეგეოსში და
8 ცენტრალურ მაკედონიაში.

შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური უფასო ნომრით 13033, რომელზეც სახლიდან გასვლის თითოეულ შემთხვევაში გააგზავნით შეტყობინებას შემდეგნაირად: აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს შემგედი ნუმერაციის მიხედვით 1 – აფთიაქი, ექიმი; 2 – საპროდუქტო მაღაზიები; 3 – ბანკი (თუ არ არის ელექტრონული მომსახურების საშუალება); 4 – სხვის დასახმარებლად; 5 – განქორწინებული მშობლები შვილების მონახულება; 6 – ვარჯიში; აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს, გამოტოვებთ ადგილს, შემდეგ აკრეფთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს და გააგზავნით ნომერზე 13033.

onalem

ტესტ