fbpx
საზოგადოება

ფეი სკორდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ეთერს უბრუნდება

ფეი სკორდას კორონავირუსის დიაგნოზი ზუსტად 14 მარტს დაუსვეს და ცნობილი ტელეწამყვანი მთელი ამ დროის განმავლობაში შიდა იზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი გახდა, სკორდას განმეორებითმა ანალიზმა უჩვენა, რომ ვირუსისგან განიკურნა და ექიმებმა მას ეთერში დაბრუნების უფლებაც მისცეს.

სკორდამ დაინფიცირების შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში და ორი კვირის მანძილზე იცავდა ყველა საჭირო წესს, რომ ვირუსი ოჯახის წევრებისთვის არ გადაედო. საკუთარ შვილებთან ჩახუტებას 14 დღე ელოდა.

ახლა კი, ის უკვე ჯანმრთელია და შეუძლია, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში, თუმცა, ცხადია ისიც შეასრულებს ყველა იმ მითითებას, რასაც სხვა დანარჩენი მოქალაქეები.

 

onalem

ტესტ