fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ფრთხილად ათენის ცენტრში: ომონიაზე, სინდაღმასა და პატისიონზე – სად არის გზები გადაკეტილი?!

დღეს ათენის ისეთ ცენტრალურ უბნებსა და გამზირებზე, როგორებიცაა: ომონია, სინდაღმა, პატისიონი, ალექსანდრა და სხვ. გზები გადაკეტილია და საგზაო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

აღნიშნული მდგომარეობა დაკავშირებულია მარათონის მსვლელობასთან. გზები გადაკეტილი იქნება დილის 07:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე, საჭიროების მიხედვით.

საგზაო პოლიცია ავრცელებს ჩამონათვალს, თუ სად გადაადგილება იქნება გართულებული, არა მხოლოდ ქვეითების, არამედ, ცხადია, ტრანსპორტისთვისაც:

სინდაღმის მოედანი (ამალიის გამზირი)

ომონიის მოედანი

პატისიონის გამზირი

ალექსანდრას გამზირი

სიგრუს გამზირი

კალიროის

ვასილისის კონსტანტინოს

ვულიაღმენის

კიფისიის გამზირი

მესოგიონის გამზირი

ვასილისის სოფიას გამზირი.

onalem

ტესტ