fbpx
საზოგადოებატერორიზმი

ტერაქტი ბარსელონაში: 13 გარდაცვლილი და 30-მდე დაშავებული, მათგან 4 ბერძენია

ბარსელონაში, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვისა და ათობით ადამიანის დაშავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო Cadena SER. აღნიშნული ინფორმაცია, ამ დრომდე, სხვა მედიასაშუალებების მიერ არ დასტურდება.

ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტში დამნაშავეები პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარს აფარებდნენ თავს. სხვა ცნობებით, დამნაშავე შეიძლება მარტო იყოს.

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს.

ტერაქტის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქეც იმყოფებოდა. ისინი, ამ დროისთვის თავს ერთ-ერთ მაღაზიას აფარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საკონსულოს ცხელ ხაზს აქვეყნებს: +34687661274.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. მათ შორის 4 საბერძნეთის მოქალაქეა. ძალოვანი უწყება “თვითერის” ვებგვერდზე წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.

onalem

ტესტ