fbpx
საბერძნეთი

ფასდაკლებების პერიოდის გახანგრძლივება და მაღაზიების გახსნა – მოთხოვნა ადონის გეორგიადისს

ათენის სავაჭრო გაერთიანების პრეზიდენტმა, სტავროს კაფუნისმა საბერძნეთის განვითარების სამინისტროსგან მოითხოვა, რომ გაგრძელდეს ფასდაკლებების პერიოდი.

კაფუნისი ითხოვს, რომ ფასდაკლებები გაგრძელდეს მარტის ბოლომდე და უახლოეს მომავალში მაღაზიებმა რაღაც გზით მაინც დაიწყონ მუშაობა.

ეს ყველაფერი, ცხადია, გამოწვეულია დიდი რაოდენობის საქონლის გამო, რომელიც არ გაიყიდა, ვინაიდან მაღაზიები ძალიან ცოტა ხანს იყო ღია. ამიტომ, თუკი ფასდაკლებების პერიოდი გახანგრძლივდება, მაღაზიები დანაკარგს გარკვეულწილად მაინც ამოიღებენ.

არსებული ვარაუდით, 1 მარტისთვის მუშაობა უნდა დაიწყოს Click Away-ს მეთოდმა მაინც, ხოლო ფასდაკლებები გაგრძელდეს თვის ბოლომდე.

ოფიციალური გადაწყვეტილებები კვირის ბოლომდე იქნება მიღებული.

 

onalem

ტესტ