fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილი კლდიდან შემთხვევით არ გადავარდნილა, მან თავი მოიკლა” – 23 წლის ბერძენი ბიჭის ტრაგიკული ამბავი

რამდენიმე დღის წინ კეფალონიაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. ცნობილი იყო, რომ 23 წლის ბიჭმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა, შედეგად კი გარდაიცვალა და წყლიდან მისი ცხედრის ამოსატანად, საკმაოდ რთული ოპერაცია ჩატარდა. ახლა კი, ირკვევა, რომ ეს არ იყო ინციდენტი, არამედ ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ თავად მისი მამა ჰყვება.

“ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. კლდიდან შემთხვევით არ გადავარდნილა. ჯარში გავაგზავნე, რომ სამშობლოსთვის ემსახურა და მისი ქცევა მას შემდეგ სრულიად შეიცვალა. სხვა ჯარისკაცებისგან წარმოუდგენელ ბულინგს უძლებდა. საწოლში ფეკალიებსაც კი უყრიდნენ, ყავაში კი ნაცარს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო. ამისთვის ყველა აგებს პასუხს, იმიტომ, რომ არ მინდა სხვა ბავშვებიც დავიტიროთ. არცერთი მშობელი ამას არ იმსახურებს.” ამბობს მამაკაცი.

23 წლის კირიაკოს ევანგელატომ, თითქმის 2 მეტრი სიმაღლის ვაჟკაცმა გადაწყვიტა, რომ ზღვაში მანქანით გადამხტარიყო და როდესაც წყალში ჩავარდა, არც კი სცადა, რომ გარეთ გადმოსულიყო.

onalem

ტესტ