fbpx
საზოგადოება

7 შვილის პატრონი, თავმდაბალი პროფესორი და რელიგიური ადამიანი – ვინ არის სოტირის ციოდრასი

ადამიანი, რომელიც ეკრანზე მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს მთელ საბერძნეთს დასჭირდა. ადამიანი, რომელიც ყოველგვარი პანიკისა და აღშფოთების გარეშე გვაწვდის მითითებებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, სოტირის ციოდრასი მაინც ახერხებს იყოს დიდი იმედი მთელი ბერძნული საზოგადოებისთვის. ვინ არის ციოდრასი და როგორია მისი ცხოვრება კორონავირუსს მიღმა?!

სოტირის ციოდრასი ავსტრალიაში, სიდნეიში დაიბადა, თუმცა, მისი ოჯახი ათენში მალევე დაბრუნდა. დადიოდა ათენის მე-15 სკოლაში და შემდეგ უკვე წარჩინებით დაასრულა ათენის სამედიცინო სკოლა. მოგვიანებით სწავლა პათოლოგიების განხრით გააგრძელა და 2002 წელს კაპოდისტრიის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხიც მოიპოვა.

მისი განათლების მიღება აქ არ დამთავრებულა. სოტირის ციოდრასმა სწავლა ჰარვარდში განაგრძო და მისი ბრწყინვალედ დასრულებით მოიპოვა ადგილი ბოსტონში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში სამუშაოდ. ის იყო ერთადერთი ექიმი საზღვარგარეთიდან, რომელმაც ამერიკაში ასეთი პოზიციის დაკავება შეძლო.

ციოდრასი მუშაობდა ალბერტ ანშტაინის სამედიცინო ცენტრში წამყვან სპეციალისტად. ასწავლიდა უამრავ უნივერსიტეტში, მის ხელში გაიარა უამრავმა სტუდენტმა და ცალკე მათ მიაღწიეს უდიდეს წარმატებებს საკუთარ პროფესიაში.

სოტირის ციოდრასი ყოველთვის შორს იყო საჯარო კონფერენციებიდან, ცხოვრობს მშვიდი, თავმდაბალი ადამიანის ცხოვრებით და საკუთარ უძვირფასეს თავისუფალ დროს, რომელიც ძალიან ცოტა აქვს, შვილებთან ატარებს… ძლიერი და ყოველმხრივ განათლებული პროფესორის უკან იმალება ადამიანი, ძლიერი ემოციებით, რომელსაც 7 შვილი ჰყავს.

მისი ერთადერთი საყვარელი საქმე კი, პროფესიის გარდა, ყველასდა გასაკვირად, ეკლესიაში გალობაა. ციოდრასი, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს, კიფისიის პატარა ეკლესიაში მიდის და გალობს.

 

 

onalem

ტესტ