fbpx
საზოგადოება

როგორ ურტყამს ადამანტიდი ვარვარა კირკის – ვიდეო, რომელიც სასამართლომდე გავრცელდა

როგორც უკვე ცნობილია, ბერძენი მომღერალი, თემის ადამანტიდი, პარტნიორი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით არის დაკავებული. მას ალექსის კუგია იცავს, თუმცა, როგორც ჩანს, ფაქტების უმრავლესობა მომღერლის წინააღმდეგაა.

სასამართლომდე რამდენიმე ხნით ადრე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ადამანტიდი ვარვარა კირკის ზურგიდან, ხოლო შემდეგ მანქანისკენ კრავს ხელს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ისაუბრა სტავროს ბალასკამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამანტიდის ბევრჯერ ჰქონია პოლიციასთან პრობლემები და მისი დამოკიდებულებით ჩანს, რომ განსაკუთრებულად გაბრაზებულია ოფიცრებზე, რომლებიც საკუთარ საქმეს კარგად აკეთებენ. ბალასკა იმასაც დასძენს, რომ ადამანტიდი მისი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია და როდესაც საჯარო პირი ხარ, მაქსიმალურად უნდა აცნობიერებდე პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების მიმართ გაქვს.

onalem

ტესტ