fbpx
საბერძნეთი

“სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რამდენ საათს მუშაობს თანამშრომელი” – საბერძნეთში ციფრული სამუშაო ბარათები ამოქმედდა

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, სუპერმარკეტის ერთ-ერთ ფილიალს ეწვია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირველად სამუშაო ციფრული ბარათები ამოქმედდა. ეს არის სიახლე, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევიდა და ჯერჯერობით მოქმედებს მხოლოდ სუპერმარკეტებსა და ბანკებში, სადაც 250-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

ციფრული ბარათების საშუალებით ზუსტად ფიქსირდება, როდის მივიდა თანამშრომელი სამსახურში და როდის დატოვა იქაურობა. ეს ნიშნავს, რომ დაცული იქნება მათი უფლებები და არ იმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე კონტრაქტით აქვთ გაწერილი. თავიდან იქნება აცილებული შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი თანამშრომლებს ამუშავებს მეტს, ვიდრე უხდის, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა კონკრეტული ცვლილებების გატარება.

“მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, რამდენი საათი მუშაობენ თანამშრომლები, რომ თავიდან იქნეს არიდებული მათი უფლებების დარღვევა. პირველ ეტაპზე სამუშაო ციფრული ბარათები 121.000 მუშაკს აქვს და მოქმედებენ ბანკებსა და სუპერმარკეტებში, მომდევნო 12 თვის მანძილზე კი მსგავსი მეთოდი ამუშავდება სხვა სექტორებშიც,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ