fbpx
საბერძნეთი

ამინდის უეცარი ცვლილება ხვალიდან საბერძნეთში – ტემპერატურის ვარდნა და ძლიერი ქარი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ამინდი უეცრად შეიცვლება და მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა, ქარის გაძლიერება და პერიოდული წვიმები.

კერძოდ, დღეს საღამოდან მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა ქვეყანაში, რაც გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას, ცივ ქარსა და წვიმას ჩრდილოეთ რეგიონებში. ამინდის გაუარესება საგრძნობი იქნება ხვალიდან, 15 აპრილიდან.

მოსალოდნელია თოვლიც კი მთიან რეგიონებში, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ტემპერატურა 8 გრადუსით დაეცემა.

ათენში ხვალ 13-18 გრადუსი დაფიქსირდება.

დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება მხოლოდ ოთხშაბათს, ხოლო ხუთშაბათიდან, 16 აპრილიდან, კვლავ მოიმატებს.

onalem

ტესტ