fbpx
საბერძნეთი

ათენის მერია უსახლკარო ოჯახებს ცალკე შენობაში განათავსებს

ათენის მუნიციპალიტეტი, ქველმოქმედების სახით, ცალკე შენობას გამოყოფს სეპოლიას რაიონში, რათა უზრუნველყოს უსახლკაროთა საცხოვრებელი.

5 სართულიანი შენობა 20 ოჯახს დაიტევს (ერთი მშობელი და ბავშვები). ქონების გადაცემის ცერემონია ათენის მერიაში გაიმართა.

ასევე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ათენის მერიასა და Κάριτας Ελλάς ასოციაციას შორის, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება. ხელშეკრულების ფონზე მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ამ სფეროში.

ცნობილია, რომ ეს არ არის პირველი საქველმოქმედო ნაბიჯი.

2014 წელს ბუმბულინას N36-ში გაიხსნა ”სოციალური სახლი”. ეს იდეა არაკომერციულ ორგანიზაცია ” Antropini Anthropy”-ს ეკუთვნოდა.

15 ოთახიან” სოციალური სახლში” 52 ადამიანი განთავსდა, სულ 17 ოჯახი.

onalem

ტესტ