fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალი 3 და 4 წლის შვილებს ღამით მარტო ტოვებდა, რათა ემუშავა

36 წლის ქალი ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილიდან” საჩივრების შესვლის შემდეგ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში, ის საკუთარ 3 წლის ტყუპებსა და კიდევ ერთ 4 წლის შვილს ღამღამობით მარტო ტოვებდა, რათა ემუშავა.

როდესაც პოლიციის ოფიცრები ქალის სახლში მივიდნენ, იქ სამივე ბავშვო მარტო დახვდათ. სწორედ ამის შემდეგ აიყვანეს მათი დედა, რომელსაც არასრულწლოვნების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება ედება ედება.

როგორც გაირკვა, მცირეწლოვნების მამა ციხეში სასჯელს იხდის, ხოლო ქალის დახმარების სურვილი არცერთ ნათესავს არ აქვს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბავშვები თითქმის სულ მარტო იყვნენ ღამით. ქალი ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა, საქმეს სასამართლო მოგვიანები განიხილავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, თუმცა, დროებით საავადმყოფოში დარჩებიან, სადაც მათ დედა აკითხავთ.

onalem

ტესტ