fbpx
კრიმინალი

ორ დღეში 250.000 ევროს გამოძალვის მცდელობა – პოლიცია თაღლითი მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს

საბერძნეთის პოლიცია ბულგარეთის მოქალაქის ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს, რომელიც მოხუცი ბერძნებისგან თანხის გამოძალვას ცდილობდა. სწორედ ის იდგა ზარების უკან, როდესაც მოხუცებს ურეკავდნენ და ეცნობოდნენ, როგორც ექიმები, შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ მათ შვილებს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდათ და ამისთვის დიდი თანხა უნდა გადაეხადათ.

როგორც ცნობილი გახდა, ორ დღეში მათ 250.000 ევროს გამოძალვის მცდელობა ჰქონდათ სულ 9 მოხუცისგან.

ბულგარელ მამაკაცს, ცხადია, ჰყავდა თანამზრახველებიც.

კერძოდ, ის არის 51 წლის ბორისლავ ბანჩევი, რომელიც 2020 წლის 31 იანვარს დრამაში დააკავეს, როცა მოხუცთან თანხის გამოსართმევად მივიდა და მახეში გაება.

 

onalem

ტესტ