fbpx
კრიმინალი

ემიგრანტ გოგონას საბერძნეთში ჩამოსვლაში დაეხმარნენ, შემდეგ კი გამოკეტეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ

თესალონიკის ერთ-ერთ სასტუმროში პოლიციამ სპეც-ოპერაცია ჩაატარა. ემიგრანტი გოგონას იძულებით გამოკეტვასა და მისი ოჯახისთვის გამოსასყიდის მოთხოვნის ბრალდებით დაკავებულია ოთხი მამაკაცი.

კერძოდ, 17, 21, 22 და 33 წლის მამაკაცები, რომლებიც პაკისტანის მოქალაქეები არიან, აქამდეც იყვნენ შემჩნეულნი საბერძნეთის ტერიტორიაზე ადამიანების არალეგალურად გადმოყვანით. ამჯერად, ისინი გოგონას დაეხმარნენ საბერძნეთში ჩამოსვლაში, თუმცა, შემდეგ ის გამოკეტეს და მისი ნათესავებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვდნენ.

გატაცებული გოგონაც პაკისტანის მოქალაქეა და საბერძნეთში ემიგრაციაში წამოსვლა გაჭირვების გამო გადაწყვიტა. ის ჯერ ერთ-ერთ ბინაში, ხოლო შემდეგ სასტუმროში ჰყავდათ, რომელიც თესალონიკის ცენტრში მდებარეობს.

პოლიციამ ოთხივე მამაკაცის იდენტიფიცირება და დაპატიმრება შეძლო.

დამნაშავეები თანხის ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ვინაიდან გოგონას საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა, მას იოლად აკონტროლებდნენ და მათგან გაქცევა, პოლიციის ჩარევის გარეშე ვერ შეძლო.

 

onalem

ტესტ