fbpx
კრიმინალი

პოლიცია მოკლული გოგონას დამარხულ სხეულთან მისმა ერთგულმა ძაღლმა მიიყვანა

დიდი აღელვება გამოიწვია ამბავმა, რომელსაც ბერძნული მედია ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ კერკირაზე მოკლული, 28 წლის აგელიკი მეპტრუს ცხედართან პოლიცია მისმა ძაღლმა მიიყვანა. თვითონ კი 24 საათის მანძილზე გოგონას გარდაცვალების ადგილს არ შორდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი საკუთარმა მამამ ავღანელ მამაკაცთან ურთიერთობის გამო მოკლა, შემდეგ კი ცხედარი დამარხა. მან დანაშაული აღიარა.

უკვე ხანში შესული როკი ეგლიკისთან ერთად დიდხანს ცხოვრობდა და პოლიციის მისვლისას, პირველივე მომენტში გაიქცა იქით, სადაც გოგონა იყო დამარხული.

ΣΚΑΙ-ის ინფრომაციით, ძაღლი დამწუხრებულია, ერთ ადგილას ვერ ჩერდება და პატრონს ეძებს.

როკის ახალი ოჯახი სჭირდება. ტელეკომპანია აცხადებს, რომ მსურველებს შეუძლიათ მათ დაუკავშირდნენ.

 

 

onalem

ტესტ