fbpx
კრიმინალი

მკვლელობა გაურკვეველ ვითარებაში საბერძნეთში: დაღუპულია მამა, ვაჟი კი დაჭრილი

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ლასითის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად გარდაცვლილია მოხუცი მამაკაცი, ხოლო მისი 40 წლის ვაჟი გადარჩა. საიდან და ვინ ისროლა ტყვიები, ამ დრომდე უცნობი რჩება.

როგორც ექიმები იუწყებიან, გადარჩენილი მამაკაცი დაჭრილია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიცია ადგილზე მობილიზდა და გამოძიება დაიწყო, თუმცა, ინციდენტში სხვა პირების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიცრები ოჯახის წევრების და ნათესავების დაკითხვას აწარმოებენ.

onalem

ტესტ