fbpx
კრიმინალი

ბერძენი მსახიობი, რომელსაც აგელიკი ნიკოლული ეძებდა, ათენში, პალეო ფსიხიკოში გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა ბერძენი მსახიობი, რომელსაც ოჯახი აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით ეძებდა, საბოლოოდ ათენში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაცით, ის პალეო ფსიხიკოს ტერიტორიაზე საკუთარ მანქანაში იპოვეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გაუჩინარებული იყო. მდომარეობა, რომელშიც მისი მანქანა აღმოაჩინეს, შეუძლებელია სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. გამომდინარე აქედან, ავარიის ვარაუდი გამოირიცხა.

34 წლის სტრატოს ვასლამიდისის ოჯახი თვლიდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან არასოდეს მიდიოდა მათ გაუფრთხილებლად.

ვასლამიდისი საკუთარი მანქანის უკანა სკამზე იყო მოთავსებული და როგორც გამოძიებამ დაადგინა, მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული ზედა და ქვედა კიდურებზე, თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცოცხალი იყო.

ექსპერტმა განაცხადა, რომ მსახიობი პოვნამდე დაახლოებით 48 საათით ადრეა გარდაცვლილი, თუმცა, ოჯახი ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ანალიზების შედეგებს ელოდება.

onalem

ტესტ