fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათობით ბერძნულ ბარს ყალბი ალოჰოლი მიეწოდებოდა

ეკონომიკური სფეროს დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 22 ადამიანი დააკავეს. ამოღებულია 12 ტონა ეთანოლი. როგორც აღმოჩნდა, ორი კრიმინალური ჯგუფი ყალბ ალკოჰოლს საბერძნეთის რამდენიმე ბარში ყიდდა.

მათ ალკოჰოლი ბულგარეთიდან სატვირთოებით შემოჰქონდათ და ხის შეფუთვებში იყო მოთავსებული. შემდეგ კი ათენის რამდენიმე ნაწილში აგზავნიდნენ.

დანაშაულებივი ჯგუფი ძირითადად არყის წარმოებით იყო დაკავებული, ასევე ლიქიორს ყიდდნენ ბარებსა და ღამის კლუბებზე, კუნძულ ზაკინთოსზე, კორფუზე, კრეტაზე და ა.შ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრიმინალების ჯგუფს სახელმწიფო ვალი 300 000 ევროზე მეტი აქვთ, გადასახადებისა და მოსაკრებლის სახით.

onalem

ტესტ