fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

16 სექტემბერს ათენში ჯიბის ქურდების დაკავების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა

გუშინ ათენში მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც მთელი ქალაქის მასშტაბით 20 ქურდი დააკავეს.

საბერძნეთის პოლიცია უთვალთვალებდა კრიმინალებს, რომლებიც ადამიანებს ძარცვავდნენ ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. ისინი საფულეებს და სხვადასხვა პირად ნივთებს იპარავდნენ.

რეიდის შედეგად 20 მძარცველი დააკავეს, თუმცა, გამოძება ჯერ კიდევ გრძელდება.

ითვლება, რომ ჯიბის ქურდები საკუთარ ”კრიმინალურ გარემოში” ყველაზე დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მათი ”პროფესია” ძალიან რთულია: უნდა იმუშაონ საკუთარი ხელით და ენდონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს.

პოლიციის განმარტებით, ზოგადად, ჯიბის ქურდებისთვის ადამიანების გაძარცვა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელსაც თან ახლავს გაქცევისას მიღებული ძლიერი ადრენალინი. ისინი დანაშაულის ჩადენამდე ბევრს ვარჯიშობენ, რათა კრიმინალური უნარები გაიუმჯობესონ.

ცნობილია, რომ ყოველდღე მეტროებში 10-15-ზე მეტ ცარიელ საფულეს ან რაიმე დოკუმენტებს პოულობენ, რომლებსაც ქურდები ყრიან.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევებში ადამიანები არ მიმართავენ პოლიციის განყოფილებებს დანაკარგის გამო, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ პირადი ნივთი სადმე დაუვარდათ და ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ არიან.

onalem

ტესტ