fbpx
კრიმინალი

ალბანელმა მძარცველმა 53 წლის ქალს 100 ევრო მეზობლისგან მოატანინა, შემდეგ კი გააუპატიურა

ნეა მანოლადას მოსახლეობა შეძრულია 53 წლის ქალის მონაყოლით, რომელიც ამბობს, რომ თავს 35 წლამდე ალბანელი მძარცველი დაესხათ და გარდა იმისა, რომ თავიანთი 40 ევრო წაართვა, ფულის სათხოვნელად მეზობელთან გააგზავნა, დაბრუნების შემდეგ კი, გააუპატიურა.

საუბარია 53 წლის ქალსა და მის 76 წლის დედაზე, რომელსაც მოძრაობის პრობლემები აქვს. ალბანელმა მოხუცი სახლის საპირფარეშოში ჩაკეტა და როცა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 40 ევრო ჰქონდათ, მისი 53 წლის შვილი აიძულა, რომ მეზობლებთან წასულიყო და ფული მათგან ეთხოვა. ცხადია, პარალელურად დაემუქრა, რომ თუკი რაიმეს იტყოდა ან პოლიციაში დარეკავდა, დედამისს მოკლულს დაახვედრებდა.

53 წლის ქალმა ერთ-ერთი მეზობლისგან 100 ევროს “სესხება” შეძლო, ხოლო როცა სახლში დაბრუნდა, ალბანელმა მასზე სექსუალურად იძალადა.

მეზობლები აღშფოთებას გამოთქვამენ, თუ როგორ არ თქვა 53 წლის ქალმა, თუ რა ხდებოდა მათ თავს, როდესაც ფულის სათხოვნელად მივიდა, თუმცა, ამას მხოლოდ და მხოლოდ შიშის ფაქტორით ხსნიან.

ორივე დაზარალებული საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ალბანელი კრიმინალი ადრეც იყო ნასამართლევი ქალებზე ძალადობის ბრალდებით და საბერძნეთიდან დაადეპორტეს კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, უკან დაბრუნდა.

onalem

ტესტ