fbpx
კრიმინალი

ახალი ინციდენტი მენიდიში: 14 წლის გოგონა სიკვდილს გადაურჩა

საბერძნეთის პოლიცია მენიდიში მომხდარ ახალ ინციდენტს იძიებს. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ ტრიტორიაზე 9  ივნისს ბოშის მიერ გასროლილ შემთხვევით ტყვიას 11 წლის სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ფაქტმა კი მოსახლეობის უამრავი საპროტესტო აქცია გამოიწვია.

კვირას, 25 ივნისს, კიდევ ერთი, თითქმის ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. შუადღეს ერთ-ერთი ბინის აივანს, სადაც 14 წლის გოგონა თავის ბებიასთან ერთად თამაშობდა, შემთხვევითი ტყვია მოხვდა.

ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მშობლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, რომელიც ადგილზე სწრაფად მივიდა და გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ