fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ტოპალუდის მკვლელობიდან 3 დღეში მათ უნარშეზღუდული გოგონა გააუპატიურა

საბერძნეთის პოლიცია კიდევ ერთი და არანაკლებ მძიმე დანაშაულის კვალზე გავიდა. გარდა იმისა, რომ 19 წლის ალბანელმა და 23 წლის ბერძენმა კუნძულ როდოსზე 21 წლის ელენი ტოპალუდის სიცოცხლე იმსხვერპლეს, მათ კიდევ ერთ ძალადობრივ ქმედებას აეხადა ფარდა.

კერძოდ, როგორც გაირკვა, დაკავებულმა 23 წლის ბიჭმა, 19 წლის ალბანელთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 წლის გოგონა გააუპატიურა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ეს ამბავი კი ელენის ცხედრის პოვნიდან სამი დღის შემდეგ მოხდა.

მეორე დანაშაული მათ საღამოს საათებში, 2018 წლის 1 დეკემბერს ჩაიდინეს, როდესაც გოგონას ერთ-ერთ სანაპიროზე წააწყდნენ.

გაუპატიურების მსხვერპლმა 19 წლის გოგონამ ტელეკომპანია ANT1-თან ისაუბრა. მას სხვეულის 67%-ის გამოძრავება არ შეუძლია.

როგორც გოგონა ამბობს, ისინი ერთად მოქმედებდნენ და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რადგან სქესობრივი კონტაქტის დამყარებაზე უარს ამბობდა. ეხვეწებოდა, რომ გაეშვათ, თუმცა, უშედეგოდ.

ტოპალუდის სასტიკმა მკვლელობამ როდოსზე მასობრივი გამოსვლების ტალღა გამოიწვია.

 

onalem

ტესტ