fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

კორონა ვირუსის ხუთი სავარაუდო შემთხვევა თესალონიკში – მათ შორის არის 4 წლის ბავშვი

თესალონიკში კორონა ვირუსის ხუთი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. არისტოტელეს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში აღნიშნულის დასადგენად ანალიზები ჩატარდა. პაციენტებს შორის იყო 4 წლის ბავშვი.

დადასტურებული ინფორმაციით, არცერთი მათგანის ანალიზებმა ორგანიზმში კორონა ვირუსის არსებობა არ დაადასტურა.

როგორც ექიმები აცხადებენ, პასუხის გაგება, აქვს თუ არა პაციენტს კორონა ვირუსი, ანალიზის აღებიდან საათნახევარშია შესაძლებელი.

პირები, რომლებსაც რესპირატორული პრობლემები ჰქონდათ, ჩინეთიდან და სინგაპურიდან იყვნენ ჩამოფრენილები და სწორედ ამიტომ მიიტანეს ეჭვი, პარალელურად კი, სიმპტომები ემთხვეოდა კორონა ვირუსის სიმპტომებს.

ამ დრომდე საბერძნეთში კორონა ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, საავადმყოფოების პერსონალი მზად არის ვირუსთან საბრძოლველად.

onalem

ტესტ