fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პილოტის მოთხოვნა თესალონიკში დაჯდომამდე – რას ითხოვდა ის აეროპორტისგან?!

თვითმფრინავის პილოტმა დღეს დილით თესალონიკში დაჯდომა ვერ გარისკა, ვიდრე მას არ შეამოწმებდნენ. საჭირო გახდა საკონტროლო შემოწმების ჩატარება, ფაქტობრივად, ჰაერში.

გავრცელებულ ინფორმაციით, ბოინგი ფრანკფურტიდან თესალონიკში მოფრინავდა და როგორც კი მაკედონიის აეროპორტს მიუახლოვდა, პილოტმა სასწრაფოდ მოითხოვა, რომ ბორტზე ბორბლები შეემოწმებინათ, რადგან ფიქრობდა, რომ რაღაც პრობლემა იყო და ასეთ მდგომარეობაში დაჯდომას ვერ ბედავდა. გარდა ამისა, მან აეროპორტს გადასცა, რომ ადგილზე მობილიზებულიყო სახანძრო სამსახური, ყოველი შემთხვევისთვის.

თვითმფრინავი მაქსიმალურად ახლოს დაფრინავდა აეროპორტის თავზე, ვიდრე იქ შემოწმება მიმდინარეობდა, მაგრამ ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოაჩინეს. გაურკვეველია, თუ რის გამო იყო პილოტი შეშფოთებული.

რამდენიმე წუთის შემდეგ მან ბოინგი უსაფრთხოდ დასვა, თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე თვიმფრინავს 15 მაშველი, ხუთი სახანძრო მანქანით დახვდა.

onalem

ტესტ