fbpx
ტერორიზმი

სროლა მეჩეთში და ქართული წარწერა ტერორისტის იარაღზე – დაღუპულია 40 ადამიანი

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში 40 ადამიანი დაიღუპა მეჩეთებში სროლების შედეგად, კიდევ 48 კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, იუწყება გამოცემა New Zealand Herald-ი.

თვითმხილველების თქმით, გარეუბან ლინვუდის მეჩეთში სროლის მომენტში 300-მდე მლოცველი იმყოფებოდა. ცეცხლი არმიულ ქურთუკში, მუზარადსა და სათვალეში გამოწყობილმა თეთრკანიანმა მამაკაცმა გახსნა, რომელიც თან პირდაპირ ეთერში გადასცემდა თავდასხმის ამსახველ კადრებს.

ტერაქტის ადგილზე ნაპოვნი იარაღის მჭიდზე ქართული წარწერა იკითხება. ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს ავტომატის მჭიდები, რომლებზეც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეუღლის, დავით სოსლანის სახელებია დატანილი.

აქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს ახალი ზელანდიის ხელისუფლებასთან, რათა დადგინდეს, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ახალ ზელანდიელ ტერორისტსა და საქართველოს შორის, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

onalem

ტესტ