fbpx
საბერძნეთი

5G ათენის მეტროში – ტელეფონები გვირაბებში შესვლის დროსაც დაიჭერს

ათენის მეტროში 5G აღჭურვილობის დამონტაჟება იწყება, რათა მოქალაქეებს მეტროსადგურებში და შიგნით გვირაბებშიც, ქსელზე წვდომა არ შეუწყდეთ.

ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც პირველ ფაზაშია, 2023 წლის მარტამდე და მოიცავს სპეციალური ტექნიკის დაყენებას, მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების შეთავაზების მიზნით. პროექტის განხორციელების შემდეგ გვირაბებში შესვლისას ტელეფონებში კავშირი არ გაწყდება და საუბარი ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც მეტროს გარეთ.

ამას გარდა, როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, იგეგმება, რომ 2023 წლის პირველი 6 თვის მანძილზე ასევე საცდელ რეჟიმში შევიდეს მეტროსადგურებში უფასო ინტერნეტის (WI-FI) გავრცელება, რომელზეც, ცხადია, ნებისმიერ ადამიანს ექნება წვდომა.

მეტროს მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად, გვირაბებშიც, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო 2 წლის მანძილზე დასრულდება.

onalem

ტესტ