fbpx
კრიმინალი

ალბანელს მიკონოზე ვილა ჰქონდა შეძენილი და იქ წლები ცხოვრობდა – ქარების კუნძულზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ ვინ არიან ბერძენი და ალბანელი მამაკაცები, რომელთა შორისაც დღეს გამთენიისას დაპირისპირება მოხდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა – ალბანელი გარდაცვლილია, ხოლო ბერძენი დაკავებული.

როგორც უკვე ცნობილია 33 წლის ბერძენმა ალბანელი სანადირო იარაღით მოკლა, მიზეზად კი ასახელებს ფაქტს, რომ მასთან ერთად მყოფი ქალბატონი შეაწუხა. მედია იუწყება, რომ ალბანელი წლების მანძილზე ცხოვრობდა ქარების კუნძულზე და იქ ვილა ჰქონდა შეძენილი, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უბანში.

მკვლელობა შეკამათების შემდეგ მოხდა, როცა ბერძენი ბარიდან სახლში წავიდა, სანადირო იარაღი აიღო, შემდეგ ბარში დაბრუნდა და ალბანელს ესროლა. ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას კი, დანაშაული აღიარა.

მოკლული ალბანელი მამაკაცი

მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი

onalem

ტესტ