fbpx
საზოგადოება

“ცოტა მშურს, ასეთი შეყვარებულები რომ არიან, მაგრამ არასოდეს გავაკეთებდი იგივეს” – ლიაგა ვანდისა და ბისბიკიზე

დესპინა ვანდისა და ვასილის ბისბიკის ბობოქარი სიყვარული მედიას განხილვის თემას ხშირად აძლევს. ამჯერად კი, გიორგოს ლიაგამ გააკეთა კომენტარი იმ ვიდეოებზე, რომლებიც ღამის კლუბიდან გავრცელდა და ჩანს, თუ როგორ ავიდა ბისბიკი დესპინასთან სცენაზე, იცეკვა და შემდეგ ერთმანეთს აკოცეს.

“კარგით რა, კერძის მისართმევად ხომ არ იყვნენ გასულები. ეს ღამის კლუბია, სადაც დესპინა მუშაობს, მღეროდა, იქ შეიძლება ერთი ზედმეტი ჭიქა სასმელი დალიო, ვასილი სცენაზე ავიდა და ეს ყველაფერი დიდი სიყვარულის გამო მოხდა. ღამით ასეთ დაწესებულებებში ყველაფერს უფრო მარტივად უყურებენ.

ცოტათი მშურს კიდეც, რომ ასეთი შეყვარებულები არიან, მაგრამ იგივეს არასოდეს გავაკეთებდი. ნეტავ მეც მეწვიოს ასეთი სიყვარული, არ ვამბობ ირონიულად, ნამდვილად ვისურვებდი. მიუხედავად ამისა, არ ვეთანხმები ზოგიერთის ლოგიკას, რომ ბავშვების გამო ასეთი ქცევისგან თავი უნდა შეიკავონ, დესპინას შვილები დიდები არიან და ბედნიერები არიან დედის ბედნიერებით. ფიქრობთ, რომ დღეს, როცა ამ კადრებს ხედავენ, არ ნანობენ?!” – ამბობს ლიაგა.

onalem

ტესტ