fbpx
საბერძნეთი

ΑΒ Βασιλόπουλος, Lidl, Γαλαξίας, Κρητικός – სუპერმარკეტები, რომლებიც მომხმარებლის ხარჯზე იზრდიან შემოსავლებს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის, ადონის გეორგიადის ბრძანებით, ჯარიმები უწესდებათ სუპერმარკეტებს, რომლებიც სპეკულაციების გზით საკუთარ შემოსავლებს ზრდიან და მომხმარებელს ატყუებენ.

მომხმარებლის დაცვის ორგანო ავრცელებს სუპერმარკეტების სიას, რომლებსაც ბოლო პერიოდში დაუწესდათ ჯარიმები მომხმარებლის ხარჯზე საკუთარი შემოსავლების გაზრდის გამო. ორგანო მოსახლეობას მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ აღნიშნულ სუპერმარკეტებს და აღარ ისარგებლონ მათი მომსახურებით.

კერძოდ, საუბარია შემდეგ სუპერმარკეტებზე:

ΑΒ Βασιλόπουλος: აღნიშნულ ქსელს ჯარიმის სახით  319.900 დაუწესდა.

Lidl:  26.880 ევრო

Γαλαξίας: 21.387 ევრო

Κρητικός: 9.330 ევრო.

აღნიშნულ სუპერმარკეტებში ათობით პროდუქტზე აღმოაჩინეს ფასები, რომლებიც რეალურ ღირებულებაზე გაცილებით მეტია, შესაბამისად, მოსახლეობას მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ მანამდე, სანამ ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ფასები რეალურ მაჩვენებლებს არ დაუბრუნდება.

onalem

ტესტ